25 სექტემბერი 2021,   10:39
ვრცლად
ჩემი მინისტრობის პერიოდში ქართულ ჯარში არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გატარებას არ დავუშვებ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

"არ გიქმნით დისკომფორტს, რომ ერთ გუნდს უწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც თავად და მისი ოჯახიც სააკაშვილის სადღეგრძელოებს სვამდა, განსაკუთრებით იმ ადამიანების არჩევა "ქართული ოცნების" ხელით, ვინც ამ ქვეყანაში უსამართლობას და ძალადობას აკანონებდა? - ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ირაკლი ღარიბაშვილს. 

თავდაცვის მინისტრმა კი მას შეკითხვითვე უპასუხა - "თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად, ბოკერიასთან, უგულავასთან და სხვებთან ერთად დგომა?". 

ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავარი დესტაბილიზაციის ფაქტორი, რუსული ოკუპაციის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობისგან" მოდის.

პარლამენტში ასევე იყო შეკითხვები საპრეზიდენტო არჩევნებში თავდაცვის ძალების ჩართულობასთან დაკავშირებითაც, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არ დაუშვებს არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გატარებას ქართულ ჯარში. 

დღის ამბები