25 სექტემბერი 2021,   09:34
ვრცლად
მშვიდობის გლობალური ინდექსი - კვლევის მიხედვით საქართველო 4 საფეხურით დაწინაურდა

მშვიდობის გლობალურ ინდექსში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად კვლავ ისლანდია რჩება. მეორე-მესამე ადგილებს ახალი ზელანდია და პორტუგალია ინაწილებენ.

მონაცემებში, რომელსაც ანალიტიკური ცენტრის ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი აქვეყნებს, საქართველო 94-ე ადგილს იკავებს. ჩვენი ქვეყანა 4 საფეხურით დაწინაურდა. კვლავ 154 პოზიციაზეა რუსეთი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავარი პრობლემა პოლიტიკური არასტაბილურობაა.

პოსტპანდემიური ეკონომიკის გაუმჯობესებას, როგორც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი წერს, ყველაზე კარგად ჩინეთი, შეერთებული შტატები და სკანდინავიური ქვეყნები შეძლებენ.

დღის ამბები