25 სექტემბერი 2021,   16:59
ვრცლად
არ ველოდები გამოძიების დაწყებას, რადგან ეს ინციდენტიც არ ყოფილა - კახა კალაძე ვარკეთილში მომხდარ ფაქტზე

თბილისის მერი ამბობს, რომ ვარკეთილში მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას არ ელოდება, რადგან იქ "ინციდენტიც არ ყოფილა". 

"არ ველოდები გამოძიების დაწყებას, რადგან ეს ინციდენტიც არ ყოფილა. იმ კონკრეტულმა ადამიანმა მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ იქ მყოფ ადამიანებთან დაპირისპირებას, მაგალითად იმისგან, რომ მას არ სცემეს. სხვათაშორის, ის მერიაშიც იყო და უკან ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, რადგანაც ავტოგრაფიანი მაისური მიიღო," - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ინციდენტი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნისას 5 ივნისს მოხდა. თბილისის მერს, კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, კახა კალაძისთვის მათ დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა, როგორც ამტკიცებენ, მოძრაობის წევრებს მერმა ხელი დაარტყა და მაისური შემოახია. 

კახა კალაძე კი განმარტავს, რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც მოსახლეობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

 

დღის ამბები