25 სექტემბერი 2021,   09:39
ვრცლად
მამუკა მდინარაძე მოსახლეობას მოუწოდებს შეუერთდნენ კამპანიას - "აირჩიე ქართული"

შიდა ტურიზმის განვითარებაზე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა. მამუკა მდინარაძე მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდნენ კამპანიას "აირჩიე ქართული". 

"აირჩიე ქართული" არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეიძლება აირჩიონ ქართული ტურისტული ობიექტები, ქართული სასტუმრო, ტურები, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს სხვა საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტასთან ერთად. სულ რომ ხვალ შევძლოთ ჩვენ საზღვრების გახსნა და პანდემია საერთოდ აღარ იყოს, "აირჩიე ქართული" არის მიდგომა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები