31 ოქტომბერი 2020,   12:36
ვრცლად
მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან, იქამდე მქონდა საკმაოდ მაღალი შემოსავალი - თავდაცვის მინისტრი მაჯის საათის შესახებ კითხვებს პასუხობს

"რა მნიშვნელობა აქვს, არც მე, არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია,"- ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვას, თუ რა ღირებულების მაჯის საათი ეკეთა მას.

თავდაცვის მინისტრმა მისი და მისის მეუღლის საათების ღირებულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტები "მიზანმიმართულად დამახინჯებულია."

"მე პოლიტიკაში არ მოვსულვარ ქუჩიდან. პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მე მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი. განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. მე აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს დასამალი. როგორ შეიძლება იმაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ნახევარმილიონიანი საათი მიკეთია მე. მე უნდა ვიყო მაშინ მილიარდერი. ეს არის მიზანმიმართული, დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული. მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია, როცა პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული, ოფიციალური შემოსავალი. კონსულტაციის გზით მიღებული, თუ სხვა კერძო კომპანიებში ჩემი ჩართულობით.

რა მნიშვნელობა აქვს, არც მე, არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. თუ რამე მაქვს ღია და დეკლარირებული და გულწრფელად გეუბნებით,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები