23 ოქტომბერი 2020,   00:56
ვრცლად
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

კორონავირუსის პანდემიის, მსოფლიო ეკონომიკისა და დიდი შვიდეულის სამიტის შესახებ, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.

კრემლის ინფორმაციით, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა სამიტზე რუსეთის ლიდერის მიწვევის შესახებ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დიდი შვიდეულის სამიტის ვაშინგტონში ჩატარების ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. ტრამპმა დააანონსა ისიც, რომ სამიტზე ჯგუფის წევრების გარდა, სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ლიდერიც იქნება მიწვეული, რასაც ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა.

დიდი ბრიტანეთი სამიტზე რუსეთის წევრობის აღდგენის წინააღმდეგია. რუსეთი დიდი შვიდეულიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გაირიცხა.

დღის ამბები