21 ოქტომბერი 2020,   06:06
ვრცლად
უნდა იყოს მოლოდინი, რომ ბიუჯეტის ცვლილებები სამართლიანობის განცდას შექმნის - რომან კაკულია

2020 წლის დაკორექტირებული ბიუჯეტის პროექტს, ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს 5 ივნისს წარუდგენს.

მომდევნო კვირიდან კი მისი საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ეს ის პროექტია, რომელსაც ოპოზიცია მთავრობისგან უკვე დიდი ხანია მოითხოვს.

ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი საპრევენციო ღონისძიებებისა და ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე გახდა საჭირო.

მთავრობაში ამბობენ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტი, სამართლიანობის განცდას შექმნის.

"რადგან ქვეყანაში ამდენი გამოწვევაა, უნდა იყოს მოლოდინი, რომ ბიუჯეტის ცვლილებები სამართლიანობის განცდას შექმნის. და ის, ვისაც ბიუჯეტის შეფასების ობიექტური სურვილი აქვს, დაინახავს, რომ გადაწყვეტილებები დახმარებასთან დაკავშირებით, რომელიც გადანაწილდა სხვადასხვა სახით დაზარალებული ადამიანეებისთვის, იყო გონივრულობის პრინციპზე დაფუძნებული,"- აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. 

კონკრეტულად რა იცვლება ბიუჯეტში და რამდენად მისაღები აღმოჩნდება პროექტი კანონმდებლებისთვის - ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

დღის ამბები