21 ოქტომბერი 2020,   06:46
ვრცლად
გიორგი რურუას საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდება

გიორგი რურუას საქმეზე მოსამართლემ დღეს სამი მოწმის ჩვენება მოისმინა. ორი ექსპერტის გარდა, დაიკითხა ის პირი, რომელმაც ბრალდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აუღო დნმ-ის ნიმუში. დღეს სხდომაზე რურუას ადვოკატებმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. გიორგი რურუას საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდება.

"დაიკითხა 2 ექსპერტი, ასევე დაიკითხა საქმის გამომძიებელი. გამომძიებელმა აღწერა ის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები თუ რა ვითარებაში ჩატარდა. ასევე ექსპერტმა ისევ დაადასტურა ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით, რომ  იარაღის ნომერი აღნიშნული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შიგთავსში და მხოლოდ მისი დაშლის შემთხვევაში იყო შესაძლებელი ნომრის წაკითხვა," - განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

დღის ამბები