09 აგვისტო 2020,   00:49
ვრცლად
ზუგდიდში კორონავირუსისგან ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ორივე მათგანი ე.წ. ტრაილერის მძღოლის კლასტერის წევრია.

მოზარდები რუხის Covid მიმღებ კლინიკაში, დაახლოებით, ორი კვირაა, მკურნალობენ.

სულ რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი სამედიცინო დაწესებულებაში 7 ინფიცირებული პაციენტი რჩება.

დღის ამბები