23 ოქტომბერი 2020,   01:44
ვრცლად
თალიბანმა და ავღანეთის მთავრობამ შეთანხმების საფუძველზე პატიმრები გაათავისუფლეს

ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა კვლავ გაათავისუფლეს პატიმრები, რაც მათ შორის პატიმრების გაცვლის გარშემო მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

შეთანხმება წინ უძღვის ოფიციალურ მოლაპარაკებას, რომლის მიზანია 18-წლიანი ომის დასრულება.

პატიმრების გაცვლა ურთიერთნდობის მოპოვებას ემსახურება ოფიციალური მოლაპარაკების წინ.

"მთავრობამ გუშინდელს შემდეგ გაათავისუფლა 710 თალიბი პატიმარი ფულე ჩარხის, ფარუანის და სხვა ციხეებიდან",-  განაცხადა ავღანეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ჯავად ფაიზალმა 30 მაისს.

ქაბულის მიერ გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობამ აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმების შემდეგ, სულ, 2700-ს მიაღწია.

დღის ამბები