23 ოქტომბერი 2020,   01:08
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის პარტიას ტოვებს - ფაქტს თავად ახვლედიანი არ ადასტურებს

დატოვებს თუ არა გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის პარტიას?! - "კურიერის" ინფორმაციით, ახვლედიანი "ერთიანი საქართველოდან" წასვლას რამდენიმე დღეში გეგმავს. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს სანდო წყარომ განუცხადა.

თუმცა, დღეს წასვლის შესახებ ინფორმაციას არც თავად გიორგი ახვლედიანი და არც პარტია ადასტურებს.

"არანაირი ფიქრი, განხილვა, მსჯელობაც კი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, რომ რაიმე, ნებისმიერ სისულელეს შეიძლება პარტიიდან წასვლა მოჰყვეს. რაიმე მიზეზი, რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა გავაჟღერებდით. ეს ხომ არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ადამიანმა რაღაცა გადაწყვიტოს პოლიტიკურ პროცესში და ეს საზოგადოებამ ვერ გაიგოს," - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ინფორმაციას ასევე არ ადასტურებს პატიის წევრი ანზორ ბიწაძე.

დღის ამბები