23 ოქტომბერი 2020,   01:07
ვრცლად
ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოყვა

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოყვა. სტიქიამ უნანის პროვინციაში 1 ადამიანი იმსხვერპლა, 2 კი დაშავდა.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ 4 დაკარგულ ადამიანს. უამინდობის შედეგად დააზიანდა ინფრასტრუქტურა.

სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

დღის ამბები