23 ოქტომბერი 2020,   01:35
ვრცლად
პორტუგალია კორონავირუსთან ბრძოლის მესამე ფაზაში გადადის

პორტუგალია კორონავირუსთან ბრძოლის მესამე ფაზაში გადადის. თუმცა ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაშია. ორშაბათიდან იხსნება მაღაზიები, საბავშვო ცენტრები, სპორტ-დარბაზები, თეატრები და სხვა კულტურული დაწესებულებები.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვებია 20 კაცის შეკრება. ქვეყანაში ამ დრომდე ინფიცირების 32 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

"სახელმწიფოს უმეტეს ტერიტორიაზე ზომები მსუბუქდება. იხსნება მაღაზიები და კულტურული დაწესებულებები. მიმდინარე კვირებში აკრძალვების მოხსნა ეტაპობრივად გაგრძელდება," -განაცხადა პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ.

დღის ამბები