24 ოქტომბერი 2020,   02:28
ვრცლად
მეტი სიფრთხილე გვმართებს, მოსალოდნელია შემთხვევების მატება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბოლო სამი დღის განმავლობაში მომატებულ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ამ რაოდენობის გაზრდა მოსალოდნელი იყო და ამაში საგანგაშო ამ ეტაპზე არაფერია. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განმარტებით, სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა მნიშვნელობას კვლავ მეტი სიფრთხილე ინარჩუნებს. 

"ახალ შემთხვევათა დიდი ნაწილი საკარანტინო სივრცეებიდან გამოვლინდა. დღეს ინფიცირებულებს დაემატა 11 ახალი შემთხვევა, აქედან 2 გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან, ხოლო 9 გახლავთ გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა ინტენსიურად მიმდინარეობს. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით, 50-მდე კონტაქტი. ინფიცირებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები, ხოლო კონტაქტების გადაყვანა მიმდინარეობს საკარანტინო ზონებში. გამოჯანმრთელებული კი უკვე თითქმის 80% გვყავს - ეს კი ძალიან კარგია.

ინფიცირებულთა დადასტურებული რიცხვი არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამას ვერ მოვერევით და ვერ ვმართავთ, მაგრამ მეტი სიფრთხილე გვმართებს. შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელიც იყო. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს მატება ყოველთვის მართვადი იქნება,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები