23 ოქტომბერი 2020,   01:30
ვრცლად
ეს პროცესი უნდა დასრულდეს 29 ივნისს - ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვა 21 ივნისს უნდა დაიწყოს და 29 ივნისს დასრულდეს:

"ამჟამად გრძელდება საყოველთაო სახალხო განხილვა პროცედურის თანახმად შედგება ორი სატელევიზიო ფორმატის ჩართვა ამასთან დაკავშირებით, შედგება განხილვა და 21 ივნისს დაიწყება უკვე პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება საქართველოს პარლამენტში და ეს პროცესი უნდა დასრულდეს 29 ივნისს უკვე მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის მიღებით," - განაცხადა  ირაკლი კობახიძემ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის თქმით, განხილვა დედაქალაქში და აჭარაში გაიმართება:

"ვფიქრობთ, რომ 2 ჯერ გვექნება კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა, პირველი განხილვა უკვე მოეწყობა მომდევნო კვირას და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა, მეორე განხილვა ვფიქრობთ რომ აჭარაში ჩატარდება და აჭარის ტელევიზიით მოხდება მისი გადაცემა. იმავდროულად მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა კითხვების დასმის და მიიღებენ კითხვებზე შესაბამის პასუხს," - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

დღის ამბები