28 ნოემბერი 2020,   21:40
ვრცლად
ჩილემ კორონავირუსის 90 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევით ჩინეთს გადაასწრო

ჩილემ 90 ათასზე მეტი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევით, ჩინეთს გადაასწრო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არაერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნა რომ, შესაძლოა სამხრეთ ამერიკა პანდემიის ახალ ცენტრად იქცეს.

"სულ 944 გარდაცვლილი გვყავს, ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. 1350 ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ყველა მათგანი სასუნთქი აპარატზეა დამოკიდებული,"- აცხადებს ჩილეს ჯანდაცვის მინისტრი ჟაიმ მანალიჩი.

დღის ამბები