21 ოქტომბერი 2020,   06:41
ვრცლად
ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდა შეჩერდა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერში"​ პანდემიის პერიოდში ადამიანებისთვის გასაწევ ფულად დახმარებაზე საუბრობს, რომელსაც მისი გუნდი საზოგადოებას დაჰპირდა. 

თუ რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა არსებული ბაზებით ადამიანებისთვის პანდემიის პერიოდში დაპირებული დახმარება აქამდე დაერიგებინა - ამაზე ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ადამიანების ბაზებში დაფიქსირების შემდეგ, მათთვის დახმარების დარიგება სულ რაღაც 10 დღეში დაიწყო. 

"პირველმა სეგმენტმა შემოსავალი დაკარგა მარტის ბოლოს, ძირითადმა მასამ კი აპრილის თვეში. ეს ყველაფერი ბაზებში 15 მაისს დაფიქსირდა, მოხდა მისი დამუშავება და აქედან 10 დღეც არ არის გასული, ისე დაიწყო თანხების გადარიცხვა. ამას როგორ უნდა უწოდოს ვინემ არაოპერატიულობა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

რაც შეეხება ფასების შეჩერებისა და ზოგიერთ პროდუქტზე გაზრდილი ფასების საკითხს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფასების ზრდის შეჩერებას ხელი ბიუჯეტიდან გამოყოფილმა 15 მილიონმა ლარმა შეუწყო. 

"ფასების ზრდის შეჩერებისთვის ბიუჯეტიდან 15 მილიონი გამოიყო. ეს ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო. წარმოუდგენელია, ასეთი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე სახელმწიფოები ფასების შენარჩუნებას ვერ ახერხებენ. ჩვენთან კი, ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდა შეჩერდა. თუმცა, არის პროდუქტები, სადაც ფასების მატების 50%-იანი ზრდაც კი ფიქსირდება. დღეს ოპოზიციამ ამის გარდა, ბევრი ტყუილი თქვა,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები