21 ოქტომბერი 2020,   06:39
ვრცლად
თქვენ ეს თანხა დათვალეთ ვიდრე გეგმის პრეზენტაციას გააკეთებდით?ჩვენ დავთვალეთ და ამისთვის საჭიროა 3 მილიარდი ლარი - "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვა ნიკა მელიას

 "ღამის კურიერის" ეთერში, წამყვანის კითხვაზე, თუ საიდან მოაქვს "ნაციონალურ მოძრაობას" მათი გეგმით განაწილებული ფული, რომელიც ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის 500 ლარის მიცემას, ხოლო 18 წელს ზემოთ მყოფებისთვის კი 1000 ლარით დახმარებას, რაც საბოლოოდ სამ მილიარდზე მეტს შეადგენს - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ უპასუხა,  რომ ეს ფული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული თანხა იქნება, რომელიც ბიუჯეტს დაემატება. 

"თქვენ ეს თანხა დათვალეთ ვიდრე გააკეთებდით თქვენი გეგმის პრეზენტაციას? ჩვენმა პროდიუსერებმა დათვალეს და ამისათვის საჭიროა 3 მილიარდი ლარი"- მიმართა  "ღამის კურიერის" წამყვანმა ნიკა მელიას.

"არათუ დავთვალეთ, არამედ სპეციალურად ვიმუშავეთ, მათ შორის, სპეციალისტებთან, ექსპერტებთან და ეკონომისტებთან ერთად. ბატონი გახარია ამბობს, რომ 10 მილიარდი ლარი მოვიზიდეთო. ეს ნაწილდება ასე: 5 მილიარდი ლარი მიდის საბანკო სექტორში ანუ ბიზნესში და მეორე 5 მილიარდი კი ბიუჯეტში მიდის. აქედან, 2 მილიარდი დაიხარჯება საშემოსავლო დანაკლისებზე,"- განაცხადა ნიკა მელიამ. 

 

 

დღის ამბები