29 ოქტომბერი 2020,   06:45
ვრცლად
ჩინეთის ჰიმნის არცოდნა ჰონგკონგში დასჯადი ხდება - დემონსტრაციაზე, სადაც ახალ კანონებს აპროტესტებდნენ, ასობით ადამიანი დააკავეს

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციებზე დაახლოებით სამასი დემონსტრანტი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველები მომიტინგეებისადმი "ნულოვან ტოლერანტობას" იჩენენ.

ჩინეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ნაწილი ახალ კანონებს აპროტესტებს. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰონგ-კონგში ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონის შესახებ განაცხადა.

ამასთან, მომიტინგეების პროტესტს იწვევს ახალი კანონის განხილვაც, რომლის თანახმადაც ჩინეთის ჰიმნისადმი უპატივცემლობა დასჯადი ხდება და მისი სწავლების ვალდებულება სკოლებს ეკისრება.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკვე გამოეხმაურა ვაშინგტონი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკას მძაფრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთის ხელისუფლება ჰონგ-კონგისადმი არსებულ განზრახვებზე უარს არ იტყვის.

დღის ამბები