29 ოქტომბერი 2020,   06:18
ვრცლად
ქუთაისში 3 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მათგან ერთი 38 კვირის ორსული იყო

ქუთაისში კლინიკა "ბომონდის” ცხელების ცენტრში მოთავსებულ სამ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაციენტებს შორის ერთი გალის რაიონის მკვიდრი ახალგაზრდა გოგონა იყო.

38 კვირის ორსული კლინიკაში ენგურის ხიდიდან შეიყვანეს. პაციენტი აცხადებდა, რომ ექიმთან ვიზიტზე ბოლოს ორსულობის 20 კვირის ვადაზე იმყოფებოდა და მას შემდეგ სამედიცინო მომსახურების მიღება ვერ შეძლო, რადგან ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი იყო.

კლინიკაში შეყვანის შემდეგ, 22 წლის გოგონამ იმშობიარა. ამ დროისათვის დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.

ამ ეტაპზე კლინიკაში ორი საეჭვო პაციენტია. ორივე მათგანმა ცენტრს სახლებიდან, ცხელებით მიმართეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

დღის ამბები