24 ოქტომბერი 2020,   01:57
ვრცლად
რადგან რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა, მტრების ძებნა დაიწყეს - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლითაც ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებას ითხოვს. დეპუტატის შეფასებით, რადგან რუსეთი კორონავირუსთან ბრძოლას თავს ვეღარ ართმევს, მტრის ხატის შექმნას ცდილობს.

"ეს არის კლასიკური, მავნებლური კრემლის პროპაგანდა, რომლებმაც, როგორც ჩანს, რადგან ახლა კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა და ჩვენ ვხედავთ, რომ ვერ ართმევს თავს რუსეთის სახელმწიფო, მათ შორის, იმის გამოც, რომ მალავდა. ახლა, როგორც ჩანს, დაიწყეს მტრების ძებნა. ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია სტუმრები რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ისინი ყველანი კარგად არიან ინფორმირებული იმაზე, რეალურად რა ხდება ლუგარში,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რუსეთის საგარეო უწყებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც.

დღის ამბები