24 ოქტომბერი 2020,   01:39
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს. ამის შესახებ კითხვას თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციურ საავადმყოფოსთან გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.

თენგიზ ცერცვაძემ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში, ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას განხორციელებული პროექტები მოუწონა. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების კითხვას, ხომ არ არის შესაძლებელი მომავალში თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკაში ვიხილოთ, ან ხომ არ ჰქონია მას რაიმე შემოთავაზება მმართველი გუნდისგან,  უპასუხა, რომ მას არანაირი შემოთავაზება მმართველი გუნდისგან არ მიუღია.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პოლიტიკა მისი გატაცება და საქმე არ არის და არც არასდროს ყოფილა რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. 

"მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად, არცერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არცერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის არც ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები