24 ოქტომბერი 2020,   01:50
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ანტისხეულებთან დაკავშირებულ კვლევაზე საუბრისას უნებლიე შეცდომა დაუშვა

თემგიზ ცერცვაძე გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ჩატარებული კვლევების შედეგად COVID-19-ის ანტისხეულები 1000 კაციდან 6-10%-ს დაუდასტურდა, განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ უნებლიე შეცდომა დაუშვა და რაოდენობის ნაცვლად პროცენტული მაჩვენებელი დაასახელა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, რეალურად 1 000 ადამიანიდან, ვისაც სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, 6 ადამიანს აღმოაჩნდა ვირუსის ანტისხეულები რაც არის 0,6%.

"გუშინ ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში 1 000 კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები ჯერ საბოლოოდ არ არის შეჯამებული, მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა, რომ ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10%. მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი. ეს გაითვალისწინოს ყველამ," - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები