24 ოქტომბერი 2020,   02:28
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მსხვერპლით დასრულდა - 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში - ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზე იდგა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები