23 ოქტომბერი 2020,   00:27
ვრცლად
ინდოეთის ავიახაზების სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 15 მოქალაქე დაბრუნდება

დაახლოებით ერთ საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება ინდოეთის ავიახაზების რეისი, რომელიც სამშობლოში საქართველოს 15 მოქალაქეს ჩამოიყვანს. გარდა ამისა ბორტზე იმყოფება აზერბაიჯანის 18 მოქალაქეც.

რეისის დანიშვნა იმ პირთა დასაბრუნებლად, რომელთაც ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შედეგად სირთულეები შეექმნათ, საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინდოეთის მთავრობის ორგანიზებით მოხერხდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელიში საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრანსპორტირება სხვადასხვა შტატებიდან საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული ავტობუსით მოხდა. 

დღის ამბები