23 ოქტომბერი 2020,   01:38
ვრცლად
იარაღის შეტანისა და ტარების მცდელობა - DRI ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაზრდის რეალურ საფრთხეზე საუბრობს

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაზრდის რეალურ საფრთხეზე საუბრობს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონებში, რომლის მიხედვითაც რეგიონში იარაღის ტარების უფლება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მიეცემათ.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ოკუპაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივი რისკების მომატებაზე ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ცხინვალში რუსეთის მზარდი და უკონტროლო გავლენის შესაკავებლად.

"რუს პოლიციელს ცხინვალში შეეძლება ტაბელური იარაღის ტარება და ოპერატიული საქმიანობა, კანონპროექტში არის ბევრი ბუნდოვანი მუხლი, მათ შორის ვაჭრობასთან, იარაღის შეტანასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთიც ფაქტიურად ნაბიჯს დგამს სრული ანექსიისკენ. ეჭვობენ, ხომ არ მოხდება დონბასის მომარაგება იარაღით, ამაზეც იყო საუბარი ცხინვალში," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი უჩა ნანუაშვილი.

დღის ამბები