23 ოქტომბერი 2020,   00:40
ვრცლად
გიორგი რურუას საქმის განხილვა სასამართლოში დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება

გიორგი რურუას საქმის განხილვა სასამართლოში დღეს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. გამოიკითხება გამომძიებელი და სავარაუდოდ, ექსპერტ-კრიმინალისტიც.

გიორგი რურუას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბრალი შეთითხნილია და ტელეკომპანია "მთავარის" 2,5%-იანი წილის მფლობელის დაკავება პოლიტიკური მოტივებით მოხდა.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დღის ამბები