24 ოქტომბერი 2020,   02:17
ვრცლად
სწორედ "ნეიტრალიტეტი" აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას - ეპისკოპოსი მელქისედეკის მილოცვა

26 მაისთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი - ის წერს, რომ საქართველოში ბევრს უჭირს გაარჩიოს მტერი და მოყვარე.  ეპისკოპოსი ყურადღებას ამახვილებს "ნეიტრალიტეტის" მოთხოვნაზე და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია. 

"დღეს, "რბილი ძალის" გავლენით, ბევრი ჩვენი თანამემამულისათვის შეუცნობელი გახდა თავისუფლების იდეა და მნიშვნელობა. აქტიურად ვრცელდება ე.წ. "ნეიტრალიტეტის" მოთხოვნასთან დაკავშირებული განცხადებები, რომლებიც, რეალურად, პირდაპირი რუსული პროპაგანდაა. წარსული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჩვენი სწორედ ასეთი "ნეიტრალიტეტი" აწყობს ყველაზე მეტად ჩრდილოელ მტერს, რომ უპრობლემოდ დაგვიპყროს და დამოუკიდებლობა წაგვართვას. ძლიერი დასავლელი პარტნიორები და დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრობა, პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ მტერი ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვერ შეეხება." - წერს ეპისკოპოსი მიმართვაში.

დღის ამბები