23 ოქტომბერი 2020,   00:54
ვრცლად
ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სავარაუდოდ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში აღდგება

ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში აღდგება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ "კურიერისთვის" გახდა ცნობილი. სატრანსპორტო კომპანიებთან გარკვეული რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ შორის საუბარია, როგორც ლიმიტირებული მგზავრების გადაადგილებაზე, ასევე პირბადეების ტარების აუცილებლობა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეგულაციების შემუშავება, ეს რეგულაციები გულისხმობს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის გამოყენებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ვინტილაცია, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მგზავრების რა რაოდენობა იქნება დაშვებული თითოეული ფორმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დღის ამბები