23 ოქტომბერი 2020,   01:46
ვრცლად
იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და პრემიერის შეცვლა - ეკატერინე ტიკარაძე "დღის კურიერის" კითხვებს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, გუნდში მთავრობის რომელიმე წევრის ცვლილების საკითხი არ განხილულა.

"ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაციას არ ვფლობ. რა თქმა უნდა, ქეთევან ციხელაშვილი წარმატებულად განაგრძობს თავის კარიერას. პრემიერის ცვლილებასთან დაკავშირებით გუნდში არანაირი კომუნიკაცია და განხილვები არ მიმდინარეობს. პრემიერი ძალიან წარმატებით უძღვება ქვეყანაში მოვლენებს და ასე განაგრძობს. ჩემთან დაკავშირებითაც მსგავსი კომუნიკაცია არ ყოფილა,"-განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა სამთავრობო ცვლილებები, რაც სახელმწიფო მინისტრის შერიგების საკითხებში, ჯანდაცვის მინისტრისა და პრემიერის ცვლილებას გულისხმობდა. 

დღის ამბები