21 ოქტომბერი 2020,   06:23
ვრცლად
გუდაურში კაფე "ვიტამინი" დაიწვა

გუდაურში კაფე "ვიტამინი" დაიწვა.

როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში შეტყობინება არ შესულა.

უწყების ცნობით, ადგილობრივმა მეხანძრე-მაშველებმა კვამლი შენიშნეს, ადგილზე მისულებს კი კაფე დამწვარი დახვდათ.

გარდა ამისა, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის ტერიტორიაზე ღია ცეცხლი არ არის და  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

  

დღის ამბები