23 ოქტომბერი 2020,   01:15
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების საქმეს მსოფლიო მედია აშუქებს

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავების საქმეს მსოფლიოს არაერთი გამოცემა ეხმაურება. გამოცემა "გარდიანი" წერს, რომ მსოფლიოს 37-ე ჩოგანი ყოფილი ცოლის მიმართ ფიზიკური ძალადობის გამო დააკავეს და მას, სავარაუდოდ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ფოქს ტენისის" გავრცელებულ სტატიაში კი ნათქვამია, რომ ქართველი სპორტსმენი ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული, რის გამოც სასამართლომ მას დაახლოებით 45 000 დოლარის ღირებულების გირაო შეუფარდა.

გამოცემა "ჰერალდის" ინფორმაციით კი, ბასილაშვილმა ყოფილი ცოლზე მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ იძალადა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები