23 ოქტომბერი 2020,   01:09
ვრცლად
"ველოდებით, ქალბატონი რა განცხადებებს გააკეთებს, რა მასალებს გაასაჯაროვებს და შემდეგ ვუპასუხებთ"-ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, მაია ჭკადუას თქმით, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ყოფილი ცოლი განცხადებას გაავრცელებს, ისინი განცხადებითვე უპასუხებენ. თუმცა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლთან საჯარო დაპირისპირებაში შესვლას არ აპირებს. 

"ველოდებით, ქალბატონი რა განცხადებებს გააკეთებს, რა მასალებს გაასაჯაროვებს და ჩვენ იმის შემდეგ ვუპასუხებთ. ნიკა არ აპირებს, პოლემიკაში შევიდეს და თავისი შვილის დედას ეპაექროს, ეს არ არის მისი სტილი. მისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესი. თუმცა, სამართლებრივ ჭრილში ჩვენ გავცემთ პასუხებს და სადამდე წავა, იქამდე მივყვებით,"-განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატმა დაადასტურა, რომ მტკიცებულებებს შორის ვიდეოჩანაწერიც არსებობს.

იქამდე, სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილმა განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები