23 ოქტომბერი 2020,   01:04
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკაში 33 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ხოლო ერთი გამოჯანმრთელებული დღეს კლინიკას დატოვებს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის კახა იშხნელის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

კახა იშხნელის თქმით, რეანიმაციაში პაციენტები აღარ იმყოფებიან, ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კი დღეს კლინიკას დატოვებს. 

"ჩვენს კლინიკაში გამოყოფილ კოვიდსივრცეში 46 პაციენტია განთავსებული, მათგან 11 არასრულწლოვანია, 33 არის დადასტურებული კოვიდი. საბედნიეროდ, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. სამი პაციენტი არის საშუალო სიმძიმის. რეანიმაციაში პაციენტები აღარ გვყავს. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ველოდებით მათ გამოჯანმრთელებას. გამოჯანმრთელებული პაციენტი ახლა დატოვებს ჩვენს კლინიკას და წავა თვითიზოლაციაში. დღეს დაგეგმილია 5 ანალიზი, რომლიდანაც 3 განმეორებითია, - განაცხადა იშხნელმა.

დღის ამბები