23 ოქტომბერი 2020,   01:39
ვრცლად
ჰონდურასის ქალთა ციხეში პატიმრებს შორის დაპირისპირებას 6 პატიმარი ემსხვერპლა

ჰონდურასის ციხეში დაპირისპირებას 6 პატიმარი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა ყურადღების გადატანის მიზნით ცეცხლი გააჩინა, შემდეგ კი ციხის სპორტულ დარბაზში 6 მსჯავრდებულს დაესხა თავს.

დაღუპული პატიმრები ციხეში ახალი გადაყვანილები იყვნენ. დაპირისპირების მიზეზს საგამოძიებო ორგანო ადგენს.

დღის ამბები