23 ოქტომბერი 2020,   00:53
ვრცლად
"59 თეთრზე მეტს არ აკეთებს ეკლესია ქვეყნისთვის?!" - მიტროპოლიტი ანტონი ტყის კოდექსის შესახებ აჟიოტაჟს "ორკესტრირებულ შეტევას" უწოდებს

"ორკესტრირებული შეტევა საპატრიარქოზე" - ასე ეხმაურება ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

მისი განცხადებით, საკითხების წამოწევა ეკლესიის გარშემო სპეციალურად ხდება და მიზანი ეკლესიის რეპუტაციის შელახვაა.

მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემას და ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარის გამოყოფას მხოლოდ კეთილი მიზნები აქვს და მას არაფერი აქვს საერთო რაიმე წინასწარ დაგეგმილ ქმედებასთან.

"საპატრიარქოს გადმოსცეს ტყე და ამათი უნიჭო გაგებით არის ის, რომ სახელმწიფო, თურმე, ჩვენ წინასაარჩევნოდ გვყიდულობს. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ განკარგავს ტყეს, როდესაც ის თქვენი კუთვნილება არაა.

3 მილიონნახევარი ცხოვრობს საქართველოში და  25 მილიონი რომ გაყო 3 მილიონნახევარზე, 59 თეთრი გამოდის. 59 თეთრზე მეტს არ აკეთებს ეკლესია ქვეყნისთვის?! ნებისმიერი ტელევიზია, ნებისმიერი ინტიტუტი 140 მილიონს ღებულობს. გაცილებით მეტს ღებულობენ და რას გვაყვედრით, 59 თეთრს?! ხალხის ფულიო, 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?!" - აღნიშნა  მღვდელმთავარმა ქადაგებისას.

დღის ამბები