23 ოქტომბერი 2020,   01:47
ვრცლად
ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის საკითხზე დღეს დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს

მოუწევს თუ არა სკოლის დატოვება ხათუნა ქვარცხავას პედაგოგისთვის შეუფერებელი პოსტის გამო?! - ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის საკითხზე დისციპლინური კომიტეტის წევრები დღეს იმსჯელებენ.

"დისციპლინური კომიტეტი შედგება, როგორც მასწავლებლებისგან, ასევე მშობლებისგან და მოსწავლისგან. ისინი არიან კომისიის წევრები. შეიკრიბებიან 12:00 საათზე და აღნიშნულ საკითხს განიხილავენ. შემდეგ ჩემთან მოდის მათი გადაწყვეტილება," - აღნიშნა ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.

მიზეზი ხათუნა ქვარცხავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პედაგოგისთვის მიუღებელი პოსტია. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქვარცხავამ დაწერა, რომ ის ბედნიერია, რადგან მომავალ სასწავლო წელს კონკრეტულ მოსწავლეებს ვეღარ ნახავს და აქვე ასახელებს მისთვის მისაღები მე-12 კლასელების ვინაობასაც. პოსტი მასწავლებელმა გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა.

დღის ამბები