24 ნოემბერი 2020,   05:26
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახებისას 5 ახალგაზრდა დაშავდა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, ხუთივე მათგანი ახალგაზრდა მამაკაცია. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ფორდის ტიპის ავტომანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილნი. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მოათავსეს.

დღის ამბები