22 სექტემბერი 2020,   09:17
ვრცლად
ველოსიპედისტის მდგომარეობა, რომელსაც მანქანა კომენდანტის დასრულებიდან რამდენიმე წუთში დაეჯახა - მძიმეა

კომენდანტის საათის დასრულებიდან რამდენიმე წუთში თამარაშვილის გამზირზე ველოსიპედისტს ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლი მიიმალა, 48 წლის დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კი მძიმეა. შსს-ს ცნობით, ველოსიპედისტი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

"პაციენტი ამჟამად ემერჯენსის განყოფილებაში იმყოფება, უტარდება დიაგნოსტიკური კვლევები. მას აღენიშნება გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, კისრის მე-6 მალის მოტეხილობა და ნეიროქირურგიულ ჩარევას საჭიროებს,"- აცხადებს რეგიონული ჰოსპიტლის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები