30 ოქტომბერი 2020,   02:41
ვრცლად
ჩილეში საკვების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირიპისრებაში გადაიზარდა

ჩილეში საკვების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირიპისრებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები მკაცრ კარანტინს აპროტესტებენ, რამაც, მათი ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ჩილეში საერთო ჯამში კორონავირუსის 47ათასამდე შემთხვევაა გამოვლენილი.

"პანდემიის გამო ხალხი მარტო დარჩა. ისინი შიმშილობენ . ჩვენ მათ დახმარებას ვთავაზობთ.ამ მძიმე დროს ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით,"- აცხადებს საზოგადოებრივი ასოციაციის პრეზიდენტი სანდრა კარისი.

მსოფლიოში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 5 213 483-ია. ვირუსს ამ დრომდე 340 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები