24 ოქტომბერი 2020,   02:01
ვრცლად
23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება - რა შეზღუდვები რჩება ძალაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება. 

"დღეს 23 მაისის 12 საათიდან,  საგანგებო მდგომარეობა უქმდება. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონში ცვლილებები, რომლის შესაბამისად, დარეგულირდება ყველა შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. 23 მაისიდან საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. საკარანტინო რეჟიმი გაუქმებულია ბოლნისში, თუმცა რჩება სოფლებში - მუშევანსა და გეტაში. ასევე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. 

ამასთან, უქმდება სამკაციანი შეზღუდვა, თუმცა ეს არ შეეხება ტაქსებს. უქმდება შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. თუმცა, რეკომენდაციაა ისინი უკიდურესი აუცილებლობის გარდა არ გავიდნენ სახლიდან.

23 მაისის შემდეგ ძალაშია შეზღუდვა  - რესტორანში, ბარებში და კაფეებში ადგილზე მომსახურების. შეზღუდულია სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო სივრცეებისა.  ტანსაცმლის, ფეხსაცმლის მაღაზიებისა  და მოლების ფუნქციონირება. სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება. სახელმწიფო სერვისები კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

ამ ეტაპზე, შეზღუდვები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შენარჩუნდება. რაც შეეხება  შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები