26 სექტემბერი 2020,   16:58
ვრცლად
ევროპა კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინშია

ევროპა კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინშია. რეგულაციების ნაადრევი მოხსნის გამო რისკებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. კონტინენტს ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი უკვე მკაცრად აფრთხილებს.
მსოფლიოში კი კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 332 ათასია. ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა მილიონ 600 ათასი კვლავ შეერთებულ შტატებშია, ისევე როგორც გარდაცვლილთა რაოდენობა. ამერიკას 11 ათასი დაღუპული ჰყავს.

ნიუ-იორკ თაიმსმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებს ასეთი მასშტაბის მსხვერპლის თავიდან აცილება შეეძლო. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეზღუდვებს 2 კვირით ადრე დააწესებდა, 54 ათასი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.

დღის ამბები