26 სექტემბერი 2020,   16:31
ვრცლად
ყველაზე განსხვავებულად აღქმული პანდემია - ბავშვებმა ემოციები ნახატებში გადმოიტანეს

პანდემია ყველაზე განსხვავებულად ბავშვებმა აღიქვეს, ემოციები ნახატებში გადმოიტანეს და თავიანთი თვალით დანახული ვირუსის გამოსახულებები შექმნეს.

სანდროს და მიშიკოს მოწოდებები, რომლებსაც ყოველდღიურად ასრულებენ, ახლა თავიანთ ნახატებში გადააქვთ და ამბობენ, რომ ამ ვირუსს ყველაზე მეტად წითელი ფერი გამოხატავს.

კორონავირუსი ფურცელზე ცნობილი მხატვრების შვილებმაც აღბეჭდეს. ზაალ სულაკაური COVID-19-ის თემატიკაზე შექმნილ თავის ყველაზე ცნობილ კარიკატურებზე საუბრობს და ამბობს იმასაც, რომ ხშირად ბავშვებს გამორჩეული ხედვა პროფესიონალ მხატვრებზე მეტად აქვთ.

კრიზისულ ვითარებაში ბავშვთან კონტაქტისა და სწორი ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ ფსიქოლოგები. მათი განმარტებით, ნახატი პატარებში ემოციური მდგომარეობის შესასწავლად სწორედ ერთ-ერთი გზაა. საკითხის გარკვევაში დიდ როლს მკვეთრი ფერების ხშირი გამოყენება და ზოგადად ნახატის შინაარსი ასრულებს.

პატარები მშობლებისგან ან ტელევიზორიდან გაგებულ ინფორმაციას თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ, რაც ხშირ შემთხვევაში მათი შთაგონების წყაროდაც იქცევა ხოლმე. სწორედ ამიტომ, საჭიროა მათი ინფორმირება ისევე მარტივად და გასაგებად შევძლოთ, როგორც ისინი ამას თავიანთ ნახატებში ახერხებენ.

დღის ამბები