25 სექტემბერი 2021,   11:05
ვრცლად
ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისა და მათზე მიმართვისთვის დაკავებულ 13 პირს ბალი ოფიციალურად წარედგინა

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისა და მათზე მიმართვისთვის დაკავებულ 13 პირს, ბალი ოფიციალურად წარედგინა. ისინი რუსთავის, თბილისისა და მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან მოთავსებულები. მათი ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება საქმეზე ერთდროულად სამი მძიმე მუხლით მიმდინარეობს. გუშინ უკვე გასაჯაროვდა ფარული მოსმენის შედეგად მოპოვებული აუდიოჩანაწერები.

ბრალდებულების ადვოკატები საქმის მასალებს ელოდებიან. მათი თქმით, სწორედ ამის შემდეგ შეძლებენ საქმეში სრულფასოვნად ჩართვას. 

ერთ-ერთი ბრალდებულის, ივანე ბოკერიას ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაურკვევლობაშია, რადგან მისივე თქმით, "ქურდულ" ტრადიციებში ის საერთოდ ვერ ერკვევა. 

ნიკოლოზ ოშაყმაშვილის ადვოკატის მარიამ კანდელაკის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ გრძნობს. 

დღის ამბები