24 ოქტომბერი 2020,   01:54
ვრცლად
თუ სამსახური ონლაინრეჟიმში მუშაობის საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია ამ ტიპის მუშაობის გაგრძელება - ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კომპანიების უმეტესობის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლამ ქვეყანაში მობილობა შეამცირა. ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსმა სამყარო შეცვალა და ძალიან ბევრი სამსახური ონლაინმუშაობაზე გადავა. 

"ახლა რომ იმავე მასშტაბით იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალე მივიღებთ მეორე ტალღას. ამიტომ ონლაინმუშაობა დაუშვა სახელმწიფომ, არა მხოლოდ ჩვენ, ყველა ქვეყანამ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

გადამდებ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ თუ თანამშრომლების ფიზიკურად ყოფნა არ არის აუცილებელი სამუშაო ადგილზე, რეკომენდებულია, დაწესებულებებმა ონლაინმუშაობა გააგრძელონ.

"თუ აუცილებელია თქვენი ფიზიკური ყოფნა სამსახურში, სოციალურ თუ ადამიანურ თანადგომას გავუწიოთ ანგარიში. ზოგი ადამიანისთვის მისვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა მიეცეთ უპირატესობა, მოქალაქეების ურთიერთთანადგომით. ერთიანი მზა რეცეპტი, თუ როგორ უნდა იმუშაოს ავტოტრანსპორტმა, როგორ უნდა განისაზღვროს ადამიანთა პრიორიტეტები - მე ჩავჯდე ტრანსპორტში თუ ვინმე სხვა, რა თქმა უნდა, არ არსებობს და ეს ყველაფერი მომავალში დახვეწას საჭიროებს. თუმცა, ერთი, რასაც კორონა გვასწავლის - გადატვირთული ავტოტრანსპორტი დიდხანს დარჩება საფრთხედ. ჯერჯერობით, თუ ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეტრო, უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი არა მხოლოდ ტუჩებზე, არამედ ცხვირსა და პირზე აფარებული. კარგი იქნება, თუ ხელებს ტრანსპორტით სარგებლობის შემდეგ დაიბანთ, ან დაიმუშავებთ სპირტის შემცველი ხსნარებით“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

დღის ამბები