24 ოქტომბერი 2020,   02:34
ვრცლად
11 რამ, რასაც მხოლოდ საქართველოში ნახავთ - National Geographic საქართველოზე

საქართველოს მასშტაბით ისტორიულ ძეგლებს თითქმის ყველგან შეხვდებით. მოგზაურის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მცხეთის ჯვარი და სვეტიცხოველი, რომელიც საუკუნოვან ისტორიას დამთვალიერებლის თვალწინ ხელახლა აცოცხლებს. ოთარ ჯაფარიძე, რომელიც უკვე მეექვსე წელია, გიდია, ამბობს, რომ ეს ადგილი ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურს თავისი სისადავით უფლისციხე განსაკუთრებით ხიბლავს. ქვაში გამოკვეთილი ხელოვნება, რომელიც ერთ დროს პოლიტიკურ თუ საკულტო ცენტრს წარმოადგენდა, მათთვის დროში მოგზაურობისთვის საუკეთესო საშუალებაა.

საქართველოს მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებს თავი გავლენიანმა გამოცემამ ერთ სტატიაში მოუყარა. "11 რამ, რასაც მხოლოდ საქართველოში ნახავთ" - ასე დასათაურა საქართველოსადმი მიძღვნილი სტატია "ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა".

სტატიაში მკითხველი თბილისში, დედაქალაქის მთავარ გამზირზეც მოხვდება. ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომლის არქიტექტურაზე ვიქტორ შრეტერმა იზრუნა, ახლა გავლენიანი გამოცემის გვერდზე მსოფლიო ყურადღებას იპყრობს.

 

 

 

 

 

დღის ამბები