24 ოქტომბერი 2020,   01:56
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსზე ტრაილერების მძღოლებს შეამოწმებენ

მანდატორული ტესტირების სამიზნე ჯგუფებში შევლენ ტრაილერის მძღოლები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისი უწყება საკითხზე მუშაობს და ლოჯისტიკური სქემაც ძალიან მალე დალაგდება. 

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დღეში 250-დან 300-მდე მძღოლი შემოწმდება, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს ეპიდაფეთქება.

"მანდატორული ტესტირების სამიზნე ჯგუფებში აუცილებლად შევლენ ტრაილერის მძღოლები, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და ლოჯისტიკურ სქემას ვალაგებთ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა საბაჟოსა და შესაბამის გადამზიდავ სამსახურებთან. საქართველოში არა ტრანზიტით, არამედ ისინი, ვინც აქ რჩებიან იქნება ხელმისაწვდომი ამ მძღოლების შემოწმება. ეს იქნება დღეში 250-დან 300-მდე ადამიანის შემოწმება. ეს უნდა გავაკეთოთ, რომ ვაკონტროლოთ ეპიდსიტუაცია, რადგან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რთული ეპიდსიტუაციაა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები