24 ოქტომბერი 2020,   02:28
ვრცლად
კელი დეგნანის ინფორმაციით, აშშ-მა 500 000 დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-მა 500 000 დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის.

კელი დეგნანის თქმით, აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დახმარება კორონავირუსის საბრძოლველად საკმაოდ მოცულობითია და ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებაზე.

"პროექტები გადამისამართებულია ახლადწარმოქმნილ საჭიროებებზე. ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის USAID-მა დაახლოებით 2 700 000 აშშ დოლარი გამოყო და სამომავლოდ, პარტნიორებთან ერთად განახორციელებს სხვადასხვა პროექტს ამ კუთხით.

ასევე აღვნიშნავ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებიდან მიღებულ დახმარებას, რომელიც მოხმარდება ახალი კორონავირუსის  გავრცელების პრევენციას, ეპიდზედამხედველობის მიმართულებებს და სამედიცინო პერსონალის გადამზადებას. ასევე, გამოვყავით კონკრეტული დახმარებები სამინისტროებისთვისაც, მათ შორის, სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის კუთხით. ეს იყო 500 000 დოლარის ოდენობის დახმარება მათთვის, ვინც კოვიდს წინა ხაზზე ებრძვის," - განაცხადა დეგნანმა.

დღის ამბები