24 ოქტომბერი 2020,   02:15
ვრცლად
ფუნდამენტური რამ ყველა ინვესტორისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვის არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყანაში - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩის თქმით, ყველა ინვესტორისთვის და მათ შორის, ამერიკელებისთვის, ფუნდამენტურია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყანაში. კელი დეგნანმა ამის შესახებ დღეს გამართულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, საქართველოში ფოთის პორტმა სრული შესაძლებლობებით იმუშავოს.

"ვისურვებდი მეტი ამერიკული კომპანიის ინვესტიციას საქართველოში და პირიქითაც. უმნიშვნელოვანესია, რომ ფოთის პორტმა სრული შესაძლებლობებით იმუშაოს. პორტების განვითარება საქართველოში ქვეყნის პოტენციალის საკვანძო ნაწილია, რომ ქვეყანამ რეგიონული სატრანსპორტო კორიდორის ფუნქცია შეასრულოს, ამ მხრივ საქართველოს აშშ მხარს უჭერს. ფოთის პორტი სრული დატვირთვის მუშაობდა, საერთაშორისო ფინანსური განვითარების სააგენტომ ფოთის პორტისთვის ამ მხრივ პირველი ტრანში გამოყო, სესხის სახით.

აქვე უნდა ითქვას, რომ ფუნდამენტური რამ ყველა ინვესტორისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვის, არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყანაში. ინვესტორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩამოდიან ქვეყანაში, სადაც არსებობს სანდო სასამართლო და მათ დავას იგი დროულად და თანასწორობის პრინციპით გადაჭრის. ამის გარეშე კი თავიანთ სახსრებს ინვესტორები სულ სხვაგან ჩადებენ. ამიტომაც მუშაობს აშშ საქართველოსთან ერთად ამდენი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისთვის, რომ იგი იყოს დამოუკიდებელი, რომ ამგვარმა სისტემამ მეტი გარანტი შექმნას ინვესტიციებისთვის," - განაცხადა დეგნანმა

დღის ამბები