24 ოქტომბერი 2020,   02:16
ვრცლად
რაც უფრო მეტად ვითანამშრომლებთ, მიზანს უფრო სწრაფად მივაღწევთ - ანგელა მერკელი

მსოფლიო პანდემიას უფრო სწრაფად დაძლევს, თუ მას ერთობლივად შევებრძოლებით - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ონლაინ კონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიას მარტო ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება. კონფერენციას მსოფლიო ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის და გერმანიის პირველი პირები.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არის ლეგიტიმური, გლობალური ორგანიზაცია, სადაც ყველა თემა იყრის თავს. სწორედ ამიტომ, ეს ის შემთხვევაა, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეგვიძლია მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება. დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ ამ პანდემიას გადავლახავთ, რაც უფრო მეტად ვითანამშრომლებთ, მიზანს უფრო სწრაფად მივაღწევთ,“ - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

დღის ამბები